წესები და პირობები

MixMarket პატივს სცემს მომხმარებლის პირადი მონაცემების დაცვას და უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო დამუშავებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

MixMarket ინახავს მხოლოდ იმ მინიმალურ პირად მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია მომსახურების გასაწევად, კერძოდ:

  • სახელი და გვარი
  • საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
  • მიწოდების მისამართი (საჭიროების შემთხვევაში)

აღნიშნული მონაცემები გამოიყენება მხოლოდ:

  • შეკვეთის დამუშავებისა და მიწოდების მიზნით
  • მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის
  • გადახდის ან განვადების სერვისის ორგანიზებისთვის (არსებობის შემთხვევაში)

MixMarket არ აგროვებს და არ ინახავს საბარათე მონაცემებს.

ყველა მონაცემი ინახება დაცულ სერვერზე თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ელექტრონული დაშიფვრის გამოყენებით.

MixMarket სრულ პასუხისმგებლობას იღებს და ადასტურებს, რომ მომხმარებლის პირადი მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა:

  • გადახდისა და საბანკო სერვისების პროვაიდერებისა (მხოლოდ მომსახურების ფარგლებში)
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა

საბარათე გადახდა

ბარათით გადახდისას მომხმარებელი გადამისამართდება დაცულ გადახდის გვერდზე, რომელსაც ემსახურება შესაბამისი გადახდის პროვაიდერი.
MixMarket არ აქვს წვდომა მომხმარებლის საბარათე მონაცემებზე.


სხვა ტექნიკური ინფორმაცია

საიტის ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და მომსახურების ხარისხის ასამაღლებლად MixMarket იყენებს საერთაშორისოდ აღიარებულ ანალიტიკურ და მარკეტინგულ ინსტრუმენტებს, მათ შორის:

  • Google Analytics
  • Facebook Pixel

აღნიშნული ინსტრუმენტები აგროვებენ ზოგად სტატისტიკურ ინფორმაციას (IP, მოწყობილობა, ვიზიტის დრო და ა.შ.) Cookie-ების მეშვეობით.
MixMarket არ აკონტროლებს და არ ინახავს ამ მონაცემებს უშუალოდ — ისინი ექვემდებარება შესაბამისი პლატფორმების წესებსა და პოლიტიკას.


მიწოდება

MixMarket ახორციელებს მიწოდებას მხოლოდ თბილისის მასშტაბით.

მიწოდების ვადა შეადგენს 1–2 სამუშაო დღეს შეკვეთის დადასტურებიდან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • სართულზე ატანის სერვისი არ არის გათვალისწინებული
  • მიწოდება ხორციელდება სანდო საკურიერო მომსახურებით

მიწოდების ზუსტი დეტალები მომხმარებელს ეცნობება შეკვეთის გაფორმების დროს.


შეკვეთის მიღება

მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთის მიღებისას შეამოწმოს:

  • პროდუქტის ვიზუალური მდგომარეობა
  • შესაბამისობა შეკვეთასთან

თუ მომხმარებელი მიიღებს პროდუქტს შემოწმების გარეშე, ჩაითვლება, რომ პროდუქტი მიღებულია სათანადო მდგომარეობაში, თუ სხვაგვარად არ დამტკიცდა.

ხილული დაზიანების შემთხვევაში რეკომენდებულია პრეტენზიის დაფიქსირება მიღების დღესვე.


დაბრუნება და შეცვლა

მომხმარებელს უფლება აქვს პროდუქტის მიღებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში დააფიქსიროს დაბრუნების სურვილი.

დაბრუნების პირობები:

  • პროდუქტი არ უნდა იყოს გამოყენებული
  • უნდა იყოს პირვანდელ მდგომარეობაში
  • სრული შეფუთვითა და აქსესუარებით

დაბრუნება არ ვრცელდება:

  • ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებულ პროდუქტებზე
  • ჰიგიენურ პროდუქტებზე
  • კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლისებზე

თუ პროდუქტი დაზიანებულია ან არ შეესაბამება აღწერას, დაბრუნებას უზრუნველყოფს MixMarket საკუთარი რესურსით.

თანხის დაბრუნება ხორციელდება 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნაღდო ანგარიშსწორების გზით.


ფორს-მაჟორი

MixMarket არ აგებს პასუხისმგებლობას ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ფორს-მაჟორული გარემოებების შემთხვევაში (სტიქიური მოვლენები, საომარი მოქმედებები, სამთავრობო შეზღუდვები და სხვა).


კონფიდენციალურობა

წინამდებარე წესები და პირობები ატარებს კონფიდენციალურ ხასიათს.
ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ:

  • კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში
  • მხარეთა წერილობითი თანხმობით

დავები

მხარეები შეეცდებიან ყველა უთანხმოების გადაწყვეტას მოლაპარაკების გზით.
შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

Scroll to Top